საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა . სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში, საქართველოს სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში მდებარეობდა.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.
ძვრები 17:31 საათზე დაფიქსირდა. რყევები თბილისშიც იგრძნობოდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.