24 დეკემბერს 10 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV, V მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და მხატვრების დასახლების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ყვარლის, საინგილოს, მესხეთის, ტოლენჯის, ამირეჯიბის, რატილის, წალენჯიხის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.