რამდენიმე დღის წინ დუბაიში გამართული დიდი "ქურდული შეკრების" შედეგები ცნობილი ხდება: "კანონიერ ქურდად" "ნაკურთხია" 16 კრიმინალი. ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ ამ შეკრებამ ჯანგველაძისა და უსოანის კლანებს შორის მდგომარეობს კიდევ უფრო დაძაბა. წყაროს ინფორმაციით, ახლადგამომცხვარმა "კანონიერმა ქურდებმა" თავიანთ რიგებში პირველი დანაკარგებიც განიცადეს.
როგორც ცნობილია 10 დეკემბერს დუბაის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში "კანონიერი ქურდების" დიდი შეკრება გაიმართა. ყველა მათგანს ალტერნატიული შეხედულება აქვს იმაზე, თუ როგორ ინტერპრეტირებს "ქურდულ კანონებს" დედ ჰასანის, იგივე ასლან უსოიანის კლანი და მასთან დაახლოებული პირები.
შეკრებილი "კანონიერი ქურდების" აბსოლუტური უმრავლესობა იყვნენ ისინი, ვინც 2008 წლის ივლისში პიროგოვოს წყალსაცავზე გამართული შეკრების დროს ასლან უსოიანის მიმართ თავანთი ანტიპათია, ხოლო ტარიელ ონიანის მიმართ - სიმპათია გამოხატეს. დუბაიში გამართულ შეკრებაში მონაწილე "კანონიერი ქურდების" "კოჰორტაში" აღნიშნვნის ღირსი არიან ისეთი "მძიმე წონის" კრიმინალური ავტორიტეტები, როგორებიც არიან: თამაზ კოროშინაძე, გივი გორდელაძე, თემურ ნემსიწვერიზე, ალექსანდრე ბორა, თეიმურაზ ჯალაღანია, ირაკლი ყალიჩავა, ზურაბ დგებუაძე, თენგიზ კორსაგია, აჯმედ ევლოევი და რა თქმა უნდა მერაბ ჯანგველაძე, რომელიც ტარიელ ონიანის დაპატიმრების შემდეგ ასლან უსოიანის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იდეოლოგი გახდა.
ასევე, არის მონაცემები იმის შესახებ, რომ დუბაიში "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობისათვის ჩასული იყვნენ ჯანგველაძის მომხრე ქუთაისელი "კანონიერი ქურდები" გიორგი უგულავა, გურამ ჩიხლაძე და მიხეილ ბოროვსკოი. ცალკე აღნიშვნის ღირსია დედ ჰასანის კიდევ ერთი წონიანი მოწინააღმდეგე ჯემო მიქელაძე, რომელიც ამ შეკრებას კოროშინაძესთან ერთად "თავმჯდომარეობდა".
მთავარი საკითხი, რომელმაც ამ რაოდენობის "ქურდი იერარქების" შეკრების საჭიროება გააჩინა, დაზუსტებული მონაცემებით, 16 ადამიანის "ქურდად კურთხევა" იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში დედ ჰასანი თავის რიგებში აქტიურად იღებდა "წვევამდელებს", მოწინააღმდეგე მხარე "ქურდული გაგებისა და წესების" შესაბამისად, კონფლიქტის პერიოდში, ამგვარი ქმედებებისგან თავს იკავებდა.
ხოლო მას შემდეგ, რაც მიმდინარე წელს დედ ჰასანის "ნათლულებმა" ორ ათეულს გადააჭარბა და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, მოწინააღმდეგე მხარე იძულებული იყო თავის მიერ დაწესებული ცალმხრივი მორატორიუმი მოეხსნა და "საქმისთვის მიეხედა".
ამის შედეგად "ქურდული უფლებამოსილება" მიანიჭეს და აღიარეს ისეთი ცნობილი და ნაკლებად ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ერწო ბათუმსკი, ხოჭო ქუთაისსკი, ლაშა ბარჯღა, ახმედ შალისნსკი, ხამზატ ინგუში, დათო გუდაუტსკი, ასტიკ სოხუმსკი, მანჩო სუხუმსკი, დათო კისტინეცი, ლეხა ზლაკ როსტოვსკი, საშა მედვეჟონოკ გომელსკი, ოლეგ სლუცკიი, პაშტეტ მინსკიი, რუსლან ლებედ ბორისოვსკი, ხაჯი ლენკორანსკი და რაფო გიანჯინსკი. ახალი კანონიერი ქურდების ასაკი - 22-დან 42 წლამდეა. მათი ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირია: შვიდი ქართველი, ოთხი ბელორუსი, ორი ლატვიელი, ერთი ჩეჩენი, ერთი ინგუში და ერთი რუსი.
ამ ახლადგამომცხვარი "კანონიერი ქურდებიდან" განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსის არიან ქუთაისური ქურდული ოჯახის წარმომადგენლები: ერწო, ხოჭო და ბარჯღა. თითოეული მათგანი კრიმინალურ სამყაროში კარგად არის ცნობილი თავიანთი სისხლის სამართლის საქმეებით და სასჯელის მოიხდის ვადებით. ისინი გამოცდილი და "იდეინი" დამნაშავეები არიან, რომლებიც თავიანთი "ხელების წყალობით" ცხოვრობენ.
ერწომ უკვე მოასწრო და სხვისი სახელით სასჯელის ვადა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ იტალიაშიც მოიხადა. მასზე დღემდე ძებნაა გამოცხადებული. მიუხედავად იმისა, რომ ერწოს პირდაპირი და ერთადერთი რეკომენდატორი ბათუმელი "ქურდი" თემურ ჩინჩხლია იყო, მის კანდიდატურას მხარი ისეთმა გავლენიანმა ქუთაისელმა ქურდებმა დაუჭირეს, როგორებიც არიან წიკო და სოპოტია.
ხოჭო და ბარჯღა კი თავიანთ "ქურდულ გვირგვინებს" სხვა ქუთაისელ ავტორიტეტებს უნდა უმადლოდნენ. კერძოდ, ვარლამ კუხიანიძეს ზედმეტსახელად "ვატიას" და ბადრი კოღუაშვილს.
თუმცა, ამ შეკრებაზე აღინიშნა, რომ თითქმის ერთადერთი "კანდიდატი" რომელიც "კანონიერი ქურდის" ტიტულის ფლობის ღირსი იყო, იყო 31 წლის ახმედ დომბაევი იყო. მან უკვე მოასწრო და სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვა როგორც "სვაბოდაზე", ასევე ციხეშიც.
პირველად "უმაღლეს დონეზე" დომბაევის "დამსახურება" აღინიშნა მაშინ, როდესაც იგი "მეთვალყურე" იყო "მატროსსკაია ტიშინაში". არც მეტი არც ნაკლები - ბადრი კოღუაშვილმა მასზე შემდეგი აზრი გამოთქვა: - "ახმედი ოჯახში უნდა იყოს". ამბობენ, რომ ამ ჩეჩენის, რომელიც "დიდ იმედებს იძლევა" ხილვა თავიანთ რიგებში ბარიკადების აქეთ -იქით მყოფ ყველა მხარეს სურდა, ამიტომაც პირადად მისმა გადაწყვეტილებამ იყოს ჯანგველაძის ბანაკში დედ ჰასანის მომხრეთა შორის აშკარა იმედგაცრუება გამოიწვია.
ჯერ კიდევ კოლონიაში ყოფნისას იგი დედ ჰასანის კლანის წევრებისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი იყო, თუმცა თავის თანამემამულეებს, რომლებიც მასთან მიაგზავნეს - ჰუსეინსა და გილანს და რომლებიც "თბილი სიტყვით" ცდილობდნენ მის გადაბირებას ახმედმა განუცხადა, რომ ვერ ხედავს სხვაობას იმაში თუ ვისგან მიიღებს "ქურდულ გვირგვინს" ვინაიდან ის ოჯახში წევრიანდება და არა დაჯგუფებაში. ამის შემდეგ მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ნიკა გაგრინსკისთან, რომელმაც კოლონიაში დარეკა. შემდეგ კი დედ ჰასანის კლანში შევამალმა "კანონიერმა ქურდებმა" გადაწყვიტეს და კოლონიაში მყოფთ მისცეს მითითება იმის შესახებ, რომ ახმედი ქურდად არ აღიქვან, რამაც მისი ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ კოლონიაში სპეცდანიშნულების რაზმის გამოძახება გახდა საჭირო. თავად დომბაევი ამ დროს საერთო მასას მოაცილეს და მისი იზოლირება მოახდინეს.
ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ მან დუბაის შეკრების შემდეგ დაურეკა დედ ჰასანის კლანის წარმომადგენლებს და ბოდიში მოუხადა, თან ჯემოს ლანძღავდა და აცხადებდა, რომ მან იგი "შეცდომაში" შეიყვანა. შედეგად, მას აპატიეს და "ბრადიაგა"-ს სახელით დატოვეს და იგი თავის "ტიტულის საკითხს" ალბათ უახლოეს მომავალში ვეღარ მოაგვარებს. თუმცა რამდენად შესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს ჯერ-ჯერობით უცნობია.
ჰასანის კლამი საკუთარი ხაზის გატარება აზერბაიჯანის გამასწორებელ კოლონიებშიც ცდილობს, სადაც "მათი უფლებებით აღჭურვილ" პირად 40 წლის ნადირ სალიფოვი, ზედმეტსახელად გული მოიაზრება. იგი 24 წლიან სასჯელს იხდის. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა დედ ჰასანის პროპაგანდისტური მანქანა მიმართული იყო როვსან ჯანიევის და მისი მომხრეების რუფატ ნასიბოვისა და ხაჯი ელცუევის წინააღმდეგ, რომელთა ეგზოტიზმი მათ "სველ" სპეციალიზაციაშია. სხვათაშორის დედ ჰასანის მომხრეთა შორის საკმაოდ მრავლად არიან ისეთები, რომლებმაც თავიანთი "დიდი კრიმინალური კარიერა" შეკვეთილი მკვლელობების შესრულებით დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით, დედ ჰასანი "კანონიერ ქურდად კურთხევისათვის" კიდევ რვა კანდიდატიურას ამზადებს.
საერთო სურათი, რომელიც დუბაიში ჩატარებული შეკრების შემდეგ იკვეთება შემდეგნაირია. ჯერ- ჯერობით ნაადრევია ლოკალურ წარმატებებზე საუბარი. მთლიანობაში, რუსეთში არსებული "კრიმინალური ძმობა" დედ ჰასანის კლანზეა ორიენტირებული და არა ქართველებზე, რომლებიც ქვეყნიდან (რუსეთი. რედ) ფულს ქაჩავენ და ბრძანებებს საზღვარგარეთიდან იძლევიან. ამას ემატება ის, რომ დედ-ჰასანის კლანის წევრები მთლიანად აკონტროლებენ სიტუაციას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და თვისუფლად ახდენენ მათთვის ხელსაყრელი "საზოგადოებრივი აზრის" ფორმირებას. ამიტომაც ეჭვგარეშეა, რომ მალე "დუბაის ლაურეატები" "უწმინდურების" სიაში იქნებიან შეყვანილნი და არა მხოლოდ სამართლებრივ არამედ "ქურდულ კანონგარეშედ" გამოცხადდებიან.
ამავდროულად დედ-ჰასანის რეაქციას მერაბ ჯანგველაძის მიერ დუბაიში 16 ადამიანის "კანონიერ ქურდად" კურთხევაზე დიდი ხანი ლოდინი არ დასჭირდა. მართალია ისიც, რომ საპასუხო ნაბიჯი არც თუ ისე ადეკვატური გამოდგა, იმიტომ, რომ უსოიანის მიერ "ქურდად კურთხეული" ადამიანების რაოდენობამ საწინააღმდეგო ბანაკის "ახლადკურთხეულთა" რაოდენობას ვერ გადააჭარბა.
ახალ "კანონიერი ქურდებად" გამოცხადდა ორი ადამიანი: ლევანი და გევორიკი. პირველი ძმებ ქარდავების თანამემამულეა (გალის რაიონი), რომლებმაც ამ ბოლო დროს ნათლიმამების სტატუსი აშკარად კარგად შეითავსეს . მეორე, გევორიკი - ბაშკირეთის მცხოვრებია და ამ რესპუბლიკაში მყოფი "კანონიერი ქურდის" იგორ მოლოდცოვის იგივე ეგორ უფიმსკის უახლოესი გარემოცვის წევრია.
აღსანიშნავია, რომ დუბაიში გამართული "დიდი კურთხევა" თავის ლოგიკურ დასარულამდე ე.წ. პრაგოინის არარსებობის გამო ჯერ არ მისულა. ამავდროულად არ არის გამორცხული, რომ ახალი "კანონიერი ქურდების" ვინაობა ჯერ არ ხმაურდება, იმისათვის, რომ დედ-ჰასანის კლანმა ისინი ეგრევე კანონგარეშედ არ გამოცხადონ. ამასთან ერთად დედ ჰასანის კლანი პრევენციულ ზომებს უკვე იღებს და ბანაკებსა და ზონებში ჯემოსა და მერაბის "ნათლულების" დისკრედიტაციისათვის აქტიურ პროპაგანდას ეწევა. კერძოდ, ამაში გასულ კვირას შემჩნეული იყო გელა ქარდავას უმცროსი ძმა - გიზო, რომელმაც ერთ-ერთ რუსულ ზონაში შესაბამისი "ახსნა-განმარტებითი სამუშაო" ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ დუბაიში გამართულ გრანდიოზულ "ქურდული შეკრება"-ში მონაწილეობა 60-მდე იმ ე.წ. კანონიერმა ქურდმა მიიღო, რომლებიც "დედ ჰასანის" მოწინააღმდეგეებად მოიაზრებიან.
მანამდე, ბოლოს ე.წ. ქურდული შეკრება მოსკოვში ოქტომბრის ბოლოს რესტორანში "გავან ვ ხამოვნიკახ" გაიმართა. მაშინ ეს შეკრება პოლიციამ აღკვეთა და ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდიც დააკავა. მათ შორის იყვნენ გელა, თემურ სვერდლოვსკი, სურო, ონიკი და არტემ ლიბეტსკი. ამ უკანასკნელს მაშინ ნარკოტიკული ნივთიერება და სხვის სახელზე გაცემული პასპორტიც აღმოუჩინეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე აღძრეს.