საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. სამეურვეო საბჭომ გიორგი ჭანტურიას განცხადება ხმათა უმრავლესობით დააკმაყოფილა. ხელმძღვანელის მოვალეობას ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს.
სამეურვეო საბჭო განცხადებას ავრცელებს და მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც გადაწყვეტილება მიიღო.
საბჭოში აცხადებენ, რომ სტრატეგიული გეგმის შესრულების სხვადასხვა ეტაპზე იყო გარკვეული ხარვეზები, რამაც მართვის კრიზისი შექმნა.