დღეს, 14 დეკემბერს, 10 საათიდან 17 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), რომელაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და კვინიტაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, გორის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება