13 დეკემბერს 10 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გუმათჰესის და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება საქნავთობის დასახლების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება