"ყველანაირი პრივილეგიები, რაც ჩინოვნიკებს ჰქონდათ, ჩამოერთმევათ", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ბიზნესცენტრთან სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
"დაჩებს", ყველანაირი მშენებლობებს, ყველანაირი პრივილეგიებს, რაც ჰქონდათ ჩინოვნიკებს, ჩამოვართმევთ და ყველაფერს გამოვაქვეყნებთ. არანაირი წყნეთი, არანაირი "დაჩები", ყველაფერი გავაჩერეთ, ეს თანხები თქვენკენ წამოვა", - განუცხადა ივანიშვილმა სოციალურად დაუცველებს.