პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფმა სერტიფიცირებული პედაგოგების სახელფასო დანამტების გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს საჯარო სკოლებში შექმნილ მდგომარეობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. განცხადებაში პედაგოგები მინისტრთან ფართომასშტაბიან შეხვედრასაც მოითხოვდნენ. როგორც პედაგოგები აცხადებენ, 11 ნოემმბრიდან ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიუღიათ.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ფორმირება, რომელშიც უკვე გაერთიანდა თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგთა დიდი ნაწილი და ეს პროცესი გრძელდება. დღეს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ განმეორებით მიმართვა გააკეთა ხელისუფლების სახელზე, ამჯერად მიმართვის ადრესატები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 ნოემბერს პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს 576-ე ბრძანების (რომლითაც საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები განისაზღვრება) შეცვლის ან გადახედვის თხოვნით.
"ამ და სხვა საკითხების გამო პედაგოგები ვითხოვდით მომხდარიყო მინისტრის შეხვედრა საქართველოს პედაგოგებთან. მიგვაჩნია რომ ჩვენი პრობლემები ჩვენთან დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, ამიტომ მინისტრთან შეხვედრით მიზნად ვისახავდით და ვისახვთ პრევენციული ნაბიჯების გადადგმას სასკოლო საზოგადოებაში მოსალოდნელი ანტისამთავრობო საბოტაჟის ასაცილებლად, განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის პედაგოგებისეული ხედვისა და კონსტრუქციული წინადადებების შეთავაზებას. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლონაში საინიციატივო ჯგუფს არანაირი პასუხი არ მიუღია. ამასობაში ქვეყანაში არცთუ სახარბიელოდ ვითარდება მოვლენები. არის საშიშროება გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ პედაგოგთა უკმაყოფილებით (რომელიც ვფიქრობთ, საფუძველს მოკლებული არაა) მანიპულირებისა. მით უმეტეს, ცალკეული პოლიტიკური თუ სამოქალაქო პირები მასწავლებელთათვის შემაშფოთებელ და გამაღიზიანებელ განცხადბებს აკეთებენ მედიის საშუალებებით.
ამვადროულად, ჩვენთვის გაურკვეველი ან ბუნდოვანია მთავრობის პოზიცია რიგი საკითხების შესახებ, კერძოდ, ეს შეეხება განათლების დაფინანსებას, სახელფასო ანაზღაურების ზრდას, პედაგოგთ სერთიფიცირებას, და ა. შ. გაუგებრობას და პრობლმებს ართულებს ქვეყანაში არსებული გარდამავლი პერიოდი, ამიტომ გაგებით ვეკიდებით ახალ სამთავრობო პოლიტიკას და ურთიერთთანამშრომლობისა და დიალოგის გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის მიზნით, გთხოვთ, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებმადე გამონახოთ დრო საქართველოს პედაგოგებთან შესახვედრად", - აღნიშნულიაა მიმართვაში.
პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის დავით ფერაძის განცხადებით, ჯგუფში ამ დროისთვის 150-მდე პედაგოგია გაერთიანებული.