განათლების სამინისტრო თელავში პროფესორებსა და სტუდენტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას სწავლობს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა მომხდარ ფაქტს უშუალოდ მისი ერთ-ერთი მოადგილე დავით ზურაბიშვილი სწავლობს.
,,სანამ ამ საკითხს შევისწავლით სანახავია, რა ვალდებულებები გაჩნიათ ერთანეთის მიმართ უნივერსიტეტსა და სტუდენტებს. Aამოსავალი უნდა იყოს სწორედ ეს მომენტი, რომ გავარკვიოთ რა ვალდებულებები გააჩნიათ და ჩვენ რაში შეიძლება ვითამაშოთ მედიატორის როლი", - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორებს შორის დაპირისპირება მოხდა.