10 დეკემბერს 10 საათიდან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და კვინიტაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის I და VI კვარტლის მცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ბეთლემის, ბოტანიკის, აბანოს, სამღებროს, გორგასლის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვერეს შესახვევის, გმირთა მოედნის, გოთუას, შარტავას, ალექსიძის, ბენდელიანის, კოსტავას (ნაწილობრივ), ბოჭორიშვილის, ოჟიოს, მაყაშვილის, სანაპიროს, მელიქიშვილის, ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.