მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ალან კასტელის განცხადებით, იმაში, რომ ადამიანი ვერ ამჩნევს რაღაც საგნებს, არ არის არც კრიმინალის შემადგენლობა და ეს არც ამ პირის დაუკვირვებლობაზე მეტყველებს.
"ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია იმ საგნებთან დაკავშირებით, რომლებიც კონრეტული პირისთვის ყოველდღიურ საჭიროებას არ წარმოადგენს", - აცხადებს კასტელი.
შესაბამისად, მეხსიერების დატვირთვა იმ ინფორმაცით, რომელიც კონკრეტული ინდივიდისთვის საჭირო არ არის, აუცილებლობას არ წარმოადგენს.
მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ერთ-ერთ ოფისში გამოიკითხა 54 ადამიანი, რომელთაც დაუსვეს კითხვა: სად მდებარეობს უახლოესი ცეცხლმაქრი? გამოკითხულთა მხოლოდ 24-მა პროცენტმა გასცა კითხვაზე სწიორი პასუხი.
რამდენიმე თვის შემდეგ, იმავე გამოკითხულებს ზუსტად იგივე კითხვა დაუსვეს, რასაც ყველა გამოკითხულმა სწორად უპასუხა.
კასტელის განცხადებით, ეს მარტივი მაგალითი მეტყველებს გონების ნებისმერი ვარჯიშის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ნებისმერი სახის შეცდომა სასარგებლოა, რადგანაც "შემცდარი" და "არმცოდნე" მუდამ დაინტერესებულია სწორი პასუხის მიღებაში.