"ჩვენ ვაფასებთ მიღწეულ პროგრესს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი _ სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის გამტკიცების, მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის კუთხით", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა Aანდრეს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
,,საქართველოს ერთგულება ნატოს მიმართ მყარია და მყარია ნატოს ერთგულება საქართველოს მიმართ. დღეს მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ბუქარესტის სამიტზე მიღწეული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ნატო თავის მხრივ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-საქართველოს გეგმების განხორციელების საკითხში. ჩვენ ასევე დავადასტურეთ ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მივესალმეთ და ბიძგი მივეცით საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან, ასევე უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან დაახლოების კუთხითაც. მთავარია, საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული რეფორმების გზა. ჩვენ ვაფასებთ მიღწეულ პროგრესს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი _ სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის გამტკიცების, მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის კუთხით. ნატოს გადაწყვეტილი აქვს ამ პროცესს შეუწყოს ხელი. ჩვენი დიალოგი და თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო განვითარდება. ასე, რომ მოუთმენლად ველით უფრო მჭიდრო და ახლო ურთიერთობას მომავალში", - განაცხადა რასმუსენმა.