დღეს, 5 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისა და სამხრეთ კავკასიის ღია გუნდური პირველობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიხურება.
შეგახსენებთ: 2 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი. ამასთან დაკავშირებით, სტუ-ს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ეწვია. მინისტრი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა და აღნიშნული პროექტის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს მეექვსედ მასპინძლობს. 2 დეკემბერს თბილისში, ტაშკენტში, ბარნაულსა და სანკტ-პეტერბურგში - პარალელურად - ჩატარდა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, რომელიც მოიცავს მთელ პოსტსაბჭოთა საივრცეს უკრაინისა და მოლდავეთის გამოკლებით.
ამავდროულად, ჩატარდა სამხრეთ კავკასიის ღია გუნდური პირველობა.