"წითელი პლანეტის" გრუნტის ანალიზის შედეგად, რომელიც აპარატმა Curiosity-მ ადგილზე (სახელწოდებით "ქვის ბუდე") აიღო, მეცნიერები უმნიშვნელოვანესი აღმოჩენების წინაშე დააყენა. დასაწყისისთვის, ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ წყალი, რომელიც მარსზე იქნა აღმოჩენილი, უფრო მძიმეა, ვიდრე დედამიწაზე.
სპეციალისტების განცხადებით, მასში მეტი დეიტერია, წყალბადის იზოტოპია აღმოჩენილი, რომელიც დამატებით ნეიტრონს შეიცავს. ამიტომ მარსის წყალი დედამიწის წყალზე ხუთჯერ მძიმეა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი შესწავლა მომავალში გასაგებს გახდის, მარსის ატმოსფეროსა და ჰიდროსფეროს ევულუციას.
როგორც სააგენტო "ნასა" იუწყება, გრუნტში კიდევ რამდენიმე აღმოჩენა გაკეთდა, რომელიც ნათელს ხდის მარსის დედამიწასთან საერთო თვისებებს. აპარატმა მარსზე ნახშირბადიც აღმოაჩინა, რომელიც ორგანული ნაერთების გადამწყვეტი ელემენტია. როგორც "ნასას" მეცნიერები აცხადებენ, მსგავსი აღმოჩენები მეტყველებს, რომ წარსულში "წითელ პლანეტაზე", შესაძლოა, სიცოცხლის გარკვეული ფორმები არსებობდა, თუმცა სპეციალისტები ნაადრევი დასკვნების გაკეთებას ჯერ მაინც ერიდებიან.
"ის ფაქტი, რომ მარსზე ნახშირბადი ვიპოვეთ, ჯერ კიდევ არ გვაძლევს დაზუსტებით იმის თქმის საშუალებას, რომ იქ ოდესღაც სიცოცხლის ფორმები არსებობდა, ან დღეს არის სიცოცხლისთვის საჭირო გარემო. თუ თქვენ გაქვთ ორგანული ნახშირბადი, მაგრამ არა წყალი, ეს სიცოცხლისთვის საკმარისი არ არის", - აცხადებს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ჯონ გროტცინგერი. "ახლა აუცილებელია გაგრძელდეს კვლევა, რა გზებით მოხდა ეს ნივთიერებები მარსზე", - წერს სამეცნიერო პრესა.
"ჩვენ არ გვაქვს დამადასტურებელი მასალა საიმისოდ, რომ პლანეტაზე აღმოჩენილი ორგანული ნაერთი ადგილობრივი წარმოშობისაა. იმისათვის, რომ ამაში დავრწმუნდეთ, საჭიროა აბსოლუტურად ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ქლორის და ნახშირბადის ნაერთი, დედამიწის ორგანული ნაერთების ნაწილი არ არის, რომლის კვალიც, შესაძლოა, მთელ მზის სისტემაში იყოს", - აცხადებს პოლ მეჰეფი Nanonewsnet-ში.
Curiosity-მ "წითელ პლანეტას" მიმდინარე წლის 6 აგვისტოს მიაღწია. მარსმავალი მიზანი პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის კვალის პოვნა და მარსის გეოლოგიური ისტორიის შესწავლაა. აპარატს თან ქიმიური ლაბორატორია ახლავს. მარსმავალი პლანეტაზე ერთ მარსულ წელიწადს (რომელიც დედამიწის ორ წელს უდრის) დარჩება. აპარატმა უკვე გააკეთა მნიშვნელოვანი აღმოჩენები და ფოტოებიც გადაიღო.