ბუტა (ამირან) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, სხვა პირთა ბრალეულობა გამოიკვეთა. ამის შესახებ განცხადება კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
"რამდენიმე დღის წინ დავკითხეთ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა. ამ საქმესთან დაკავშირებით სიახლეა ის, რომ შესაძლებლობა წარმოიშვა, სხვა პირთა ბრალეულობის საკითხი გამოიკვეთოს", - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიაწვდის.
მასალის გამოყენების პირობები