უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სასამართლოს თანამშრომლებთან და მანდატურებთან წარდგენისას განახცადა, რომ ვისაც სურს მუშაობა იმუშავოს თუ არადა განთავისუფლებული სასამართლოს მანდატურების გზას გაუყვესო. აგერ არის სასამართლო თუ სადავო გაქვთ რამე შემოიტანეთ სარჩელები მაგრამ რას წაიღებთ აქედან ამას მაგას მერე ვნახავთო. ,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძემ სასასამართლოდან განთავისუფლებულ მანდატურებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე შემდეგი პოზიცია დააფიქსირა ,,ეს არის აღიარება კუბლაშვილის მხრიდან, რომ ყოველი სასამართლო პროცესი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ინტერსში შედის წინასწარ არის გადაწყვეტილი. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი თუ, როგორ ერევა სასამართლოს საქმეებში უზეანაესი სასამრთლოს თავმჯდომარე. დღეს სასამართლოს სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობით მოსამართლიდან დაწყებული მანდატურით დამთავრებული ყველა შეწუხებულია და პროტესტს გამოთქვამს, კუბლაშვილი კი თანამშრომლების დაშინების საშუალებით ცდილობს მორჩილებაში ჰყავდეს სასამართლო კორპუსი''.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე მამია ფხაკაძემ, ის სასამართლოს მანდატურები რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ უკანონო მოსმენების, პოლიტიკური ზეწოლების, უკანონო ბრძანებების და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამო სამსახურიდან გაანთავისუფლა. ,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ" მანდატურების სამსახურში აღდგენისა და ხელფასის განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, თბილისის საქაალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში სარჩელი შეიტანა. 13 დეკემბერს მანდატურების საქმეს მოსამართლე კობა გოცირიძე განიხილავს, მაგრამ როგორც ჩანს ეს პროცესიც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის უშუალო ზეწოლის ქვეშ ჩაივლის.