SMS-ი იუბილარია, მისი ისტორია უკვე 20 წელს მოიცავს. პირველი SMS-ი, ტექსტით Merry Christmas, ბრიტანეთში კომპიუტერიდან ტელეფონზე
1992 წლის 3 დეკემბერს გაიგზავნა.
SMS-ი სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
GSM Association-ის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში 7 ტრილიონი SMS-ი იგზავნება, რაც საერთო ჯამში დროში 200 ათასი წამია.
აღსანიშნავია, რომ SMS-ი პოპულარული 1995 წლიდან გახდა, რადგანაც მანამდე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე მოთხოვნა არ ყოფილა.