ქარელის გამგეობაში ფინანსური პოლიცია შევიდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. როგორ მან განაცხადა, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობა გამგებელს გადადგომისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაკავებით ემუქრება. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ქმედებას ფინანსური პოლიცია და საქართველოს ახალი "გმირი" - გიგა ახვლედიანი ახორციელებს.
"მიდგომა და ტექნოლოგია ყველა თვითმმართველობასთან დაკავშირებით არის ერთი და იგივე - ფინანსური პოლიცია შედის გამგეობებში და გამგებლებს გადადგომისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებიან, რომ ფინანსური ბრალდებებით მათ დააკავებენ. იგივე მოხდა ქარელის გამგებლის, ილია ბურჯანაძის შემთხვევაშიც. მას შეუთვალეს, რომ გადადგეს", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
დეპუტატის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი წარმომადგენელი კორუმპირებული არ არის.