საქართველოს ნატოსთან დაახლოებას სერიოზული შედეგები ექნება რუსეთისა და ნატოს ურთიერთობებისათვის და ევროპული უსაფრთხოებისათვის. ეს განცხადება ნატოში რუსეთის მუდმივნა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ ბრიუსელში გააკეთა.
"რაც შეეხება საქართველოს, დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს კარგად ესმის შედეგების მთელი სერიოზულობა, რუსეთ-ნატოს ურთიერთობში და ევროპული უსაფრთხოების საკითხებში რომელიც შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც გადაიდგმება და საქართველოს ალიანსთან კიდევ უფრო დააახლოებს. შეუძლებელია მათ ეს არ ესმოდეთ", _ აცხადებს რუსი დიპლომატი.
მისივე თქმით, ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსული მხარე გამომდინარეობს იქიდან, რომ ის ეწინააღმდეგენა თავად ლოგიკას ევროპაში უსაფრთხოების ოპერატიული სისტემის შექმნისა და მხოლოდ გეოგრაფიულად ადგილებს გამყოფ ხაზებს.
"აბსოლუტურად არარელისტური იქნებოდა ნატოს მხრიდან ელოდოს იმას, რომ საქართველოს ნატოსთან რამენაირი დაახლოება გავლენას იქონიებს ჩვენს ურთიერთობებზე სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან და ჩვენს ვალდებულებებზე, რომლებიც მათი დაცვისათვს ავიღეთ", _ აცხადებს გრუშკო.