29 ნოემბერს 11 საათიდან 14 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ქერჩის, ხიზანბარელის, შეშელიძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის და ვაზისუბნის დასახლების ნაწილის მცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნადიკვარის, ბერძნის, კალანდაძის, გორგასლის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.