სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავეს ხუთკაციანი ჯგუფი, რომლებმაც 25 ნოემბერს ბორჯომში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გაქურდეს.
დაკავებისას მათ გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ფაქტებიც აღიარეს.
საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველო.