კომპანია "კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტ"-ი, ს.ს." სავანე ღვინის 1 ქარხანა", აქციონერთა საინიციატივო ჯგუფი და შპს "იმპერიალ ჯორჯიან ვაინს"-ი საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. "ჯი-ეიჩ-ენი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც სამართლიანობის და შელახული პატივის აღდგენას, ხოლო უკანონოდ წართმეული ქონებების დაბრუნებას გვპირდება. ამან გაგვიჩინა იმედი, რომ ჩვენც ვიპოვით სამართლს და დავიბრუნებთ `ღვინის ნომერ პირველ ქარხანას~, რომელიც მდებარეობს თბილისში, პეტრიაშვილის #1-ში და რომელიც, მასში პრეზიდენტის მარანის განთავსების საბაბით წაგვართვა ყოფილი ხელისუფლების კრიმინალურმა დაჯგუფებამ. მათი სახელები საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მათ შორის არიან, `ნაციონალური მოძრაობის~ დეპუტატ კანდიდატი ვლადიმერ კვარაცხელია და მხილებული მიხეილ უგულავა.
კერძო გამოძიებით იკვეთება შემდეგი: მათ წინასწარი განზრახვით სხვისი უძრავი ქონების მითვისების მიზნით შევიდნენ დანაშაულებრივ კავშირში პროკურატურის ყოფილი საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ გ. ლაცაბიძესთან, ს.ს."საქარველოს ბანკის" საკრედიტო განყოფილების ხელმძღვანელ ზ.გრიგოლიასთან და განახორციელეს მთელი რიგი უკანონო ქმედებები _ უკანონოდ დააპატიმრეს და გაიტაცეს ადამიანები. წამება, იძულების გზით მიიღეს მათგან მოგონილი ჩვენებები - აიძულეს ქონების უსასყიდლოდ გადაფორმება, სანაცვლოდ გაუფორმეს საპროცესო გარიგებები, გააყალბეს დოკუმენტაცია, დამალეს გადასახადები, მითვისებული ქონება ყალბი საბუთებით, ჩააგირავეს ბანკში და გაიტაცეს კრედიტი კორუპციული გარიგებებისთვის. ვიმოდევნობთ აღნიშნული დადასტურდება მთავარი პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიებით და აღნიშნული პირები წარდგებიან მართლაჯულების წინაშე.
12 სარჩელი, რომლითაც ბოლო 5 წლის განმავლობაში მივმართავდით სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს, შეჩერდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ჩარევით და პროკურატურის ყოფილი თანამშრომელბის მეშვეობით.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სასამართლომ განაახლა უკანონოდ შეჩერებული ერთ-ერთი საქმის განხილვა. ჩვენ უკვე მივმართეთ სასამართლოს და პროკურატურას ზემოაღნიშნული პირების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის მოთხოვნით.
ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოDდანაშაულებრივი ჯგუფი, ცრუ კერძო მეწარმეების საფარქვეშ აპირებს ფიქტიურად გადააფორმოს ქარხანა მათთან დაახლოებულ პირებზე, რათა მოახდინოს ქონების წართმევის ლეგალიზაცია ან ჩატოვონ ის ბანკში . ეს ინფორამცია გაეგზავნა საქართველოში აკრედიტირებულ ყველა დიპლომატიურ უწყებას და სანოტარო ბიუროებს. ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას, უნებლიედ არ შეუწყონ ხელი ამ თაღლითების დაჯგუფებას და არ ჩაიდინოთ ისეთი ქმედება, რაც შემდგომში, როგორც დანაშაულში თანამონაწილეების, თქვენი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ჩვენ ასევე მივმართავთ ზემოთნახსენები პირების ქმედების შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს, ან ვისაც გააჩნიად მათ მიერ ჩადენილ სხვა სამართალდარღვებზე და მოვუწოდებთ მათ, მიმართონ ჩვენს ოფისს ინფორმაციის მოწოდებისათვის და შემდგომი კოორდინირებული მოქმედებების დაგეგმვის მიზნით.
კომპანია "კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტ"
ს.ს."სავანე ღვინის 1 ქარხანა"
აქციონერთა საინიციატივო ჯგუფი
შპს "იმპერიალ ჯორჯიან ვაინს "