ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სიღნაღში. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სამი მგზავრი იჯდა ბეტონის ავზს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა რამდენჯერმე გადაბრუნდა და მასში მჯდომი 25 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა, 2 მამაკაცი კი მძიმედ დაშავდა.
„საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული 2 პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს მუცლის ღრუს დაზიანებები აღენიშნებოდა, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებში მოვათავსეთ. მეორე პაციენტი ინდოელი იყო, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თავის მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული. ის კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. მამაკაცს თავზე ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინდოელის მეუღლე 25 წლი ქალი კი, რომელიც სამეგრელოდან იყო, ავარიის შედეგად გარდაიცვალა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს წნორის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნუკრი ყარალაშვილმა.