ბათუმის თვითმმართველობამ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო. პროექტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი 90 მილიონი ლარია, საიდანაც ტრანსფერი როგორც ცენტრალური, ასევე აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 65 მილიონ ლარს შეადგენს.
თვითმმართველი ქალაქის მომავალი წლის პრიორიტეტი კვალვ ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, განათლება, კულტურა, სპორტული და ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა, თავდაცვა, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებია.
პირველი საჯარო განხილვა ქალაქის სხვადასხვა ადმინიტრაციული ორგანოს წარმომადგენლებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა, დამსწრე საზოგადოებას ძირითადად კითხვები ურბანული და სატრასპორტო ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების მიმართ ჰქონდათ.
მომავალი წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა დღეს სამოქალაქო საზოგადოება "ინიციატივის" ორგანიზებით ბათუმის უნივერსიტეტში შედგა, რომელსაც საკრებულოს კომისიებისა და ფაქციების თავმჯდომარეები, ქალაქის მერი და სტუმრის სტატუსით მოწვეული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ესწრებოდნენ.