დღეს, 21 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 10 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.090 პროცენტით, მაქსიმალური 8.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.337 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 8 პროცენტი. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.