სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლის" ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარმა 600 კვადრატული მეტრის ფართობი დააზარალა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 30-მდე მაღაზია, განადგურებულია დიდი რაოდენობით სავაჭრო საქონელი.
ზოგიერთი მაღაზიის ჩამონგრევის საფრთხეც, რის გამოც ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებს არ უშვებენ.
ხანძარი ლილოში დღეს დილით, დაახლოებით, 07:00 საათზე გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადე მუშაობდა. მეხანძრეები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცონია. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არინ.