14 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 5 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.850 პროცენტით, მაქსიმალური 6.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი-6.895 პროცენტით, განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 6.8 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.