"თუ ყველა ვაცხადებთ, რომ გვინდა ევროკავშირი და ნატოსთან დაახლოება, არ შეიძლება ამ საკითხებზე ერთმანეთს ვეკინკლავებოდეთ", -განაცხაადა ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილმა, სადაც ჟურნალისტების შეკიხვებს უპასუხა.
მისივე განცხადებით, საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა და პრეზიდენტი მზადაა ამ მიმართულებით ახალ ხელისუფლებასთანაც ითანამშრომლოს.
,, აქედან მოწვევა ერთი თვის წინათ მივიღე. რამდენადაც ვიცი, პრემიერ-მინისტრმა ბევრად უფრო გვიან გადაწყვიტა აქ ჩამოსვლა. თავისთავად, ეს არ უნდა იყოს კონფროტაციის თემა. აქ ჩვენ ერთი ენაზე უნდა ვლაპარაკობდეთ და ერთ საქმეს უნდა ვაკეთებდეთ - საქართველოს წინსვლის და ევროინტეგრაციის საქმეს. ამას მოვახერხებთ ცალ-ცალკეც და, მზად ვარ, გავაკეთოთ ერთად. ძირეულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი ფუნდამეტური გადაწყვეტილებები არსად არ წავა. თუ ყველანი ვაცხადებთ, რომ გვინდა ევროკავშირი და ნატოსთან დაახლოება, არ შეიძლება ამ საკითხებზე ერთმანეთს ვეკინკლავებოდეთ. პირიქით, ერთიანი ფრონტი უნდა შევქმნათ, რათა საქართველო უცხოეთში მხოლოდ პოზიტიურად მოიხსენიებოდეს და მხოლოდ მის პროგრესზე იყოს ლაპარაკი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.