Apple-ი მალე iPhone 5S-ს წარმოადგენს. Apple-ის შეფი, აწ გარდაცვლილი სტივ ჯობსი აცხადებდა, კომპანია მომხმარებელს ყოველწლიურად ახალ iPhone შესთავაზებდა, თუმცა Samsung-თან კონკურენციის გამო ამერიკული კომპანია იძულებულია წლის განმავლობაში ბაზარზე ორი სიახლე გამოიტანოს.
ჩინური ბიზნესგამოცემა იუწყება, რომ დეკემბრის ბოლომდე Apple-ი ბაზარზე iPhone 5S-ის საცდელ პარტიას გამოიტანს. ამ ეტაპზე საუბარია საცდელ პარტიაზე, ხოლო სერიულ გაყიდვაში iPhone 5S-ი 2013 წლის პირველი კვარტლიდან ჩაეშვება.
ჩინური გამოცემა - Commercial Times-ი წერს, რომ მზარდი კონკურენციის გამო, Apple-ი იძულებულია წარმოების ტემპი დააჩქაროს. წელსვე ახალ iPhone-თან ერთად კომპანია Apple iTV-საც წარადგენს.
ტაივანური გამოცემა Digitimes-ი კი წერს, რომ iPhone 5S-ის ოფიციალური წარდგენა 2013 წლის აპრილში მოხდება.