თავდაცვისა და შსს ყოფილო მინისტრი ბაჩანა ახალია ადვოკატებმა გლდანის #8 საპყრობილეში მოინახულეს. შეხვედრა, რომელიც ადვოკატების განცხადებით ზოგადი ხასიათის იყო ერთი საათი გრძელდებოდა. როგორც ახალიას ადვოკატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს დაკავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
,,ნორმალური მდგომარეობა აქვს და ასე, რომ ამ მიმართულებით პრეტენზიები არ აქვს. შეხვედრაზე ძირითადი საუბარი სააპელაციო სასამართლოს საჩივართან დაკავშირებით იყო ", -განაცხადა ჟურნალისტებთან ახალიას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ, რომელიც ახალიასთვის ბრალის დამძიემების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
შეგახსენებთ, რომ შსს ყოფილი მინისტრის ადვოკატები საქლაქო სასამარლოს გადაწყვეტილებას ახალიას პატიმრობაში დარჩენის შესახებ აპროტესტებენ და ისინი წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს, ან თავდებობას ითხოვენ. შესაბამის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამარლოსგან დღეს ელოდება. ამასთან ბაჩანა ახალიას ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. 9 ნოემერს ჩატარებული სასამარლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს, ან თავდებობის სანაცვლოდ ახალიას გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა და ახლიას ორთთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ბაჩანა ახალია წინასწარ პატიმრობას გლდანისAA#8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში იხდის.