ბანკ „რესპუბლიკაში" - ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი" - ავტოგანვადების აქცია „უდარდელი 1 წელი" დაიწყო. ყველას, ვისაც აქვს სურვილი შეიძინოს სასურველი ახალი ან მეორადი ავტომანქანა, აქციის ფარგლებში ბანკი „რესპუბლიკა" 12 ნოემბრიდან 1 იანვრამდე აძლევს საშუალებას, ისარგებლოს ავტოგანვადების მოსახერხებელი პირობებით, რომლებიც, ბანკის შეფასებით, უპრეცედენტოა.
როგორც ბანკში აცხადებენ, მომხმარებელს აქვს შანსი მიიღოს დაუჯერებელი საჩუქრები და, რაც მთავარია, გათავისუფლდეს ავტომობილთან დაკავშირებული ხარჯებისგან მთელი ერთი წლის განმავლობაში.
ყველა, ვინც შეიძენს ახალ ავტომობილს, საჩუქრად მიიღებს:
• ავტომობილის 1-წლიან დაზღვევას „ჯიპიაი ჰოლდინგში";
• C.T.PARK-ის 1-წლიან მომსახურებას;
• მანქანის რეცხვას 1 წლის განმავლობაში.
ისინი კი, ვინც მეორად ავტომობილს შეიძენენ, საჩუქრად მიიღებენ:
• ავტომობილის 6-თვიან დაზღვევას „ჯიპიაი ჰოლდინგში".
გარდა ამისა, ყველა, ვინც ახალ ან მეორად ავტომობილს „სტრადა ავტოში" შეიძენს, დამატებით საწვავით ავსებული ავზით დასაჩუქრდება.