მელორ ვაჩნაძე გაათავისუფლეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს.
მელორ ვაჩნაძე პოლიციის თანამშრომლებმა 2009 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დარბევისას დააკავეს. მას ბრალად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და თაღლითობა ედება. მელორ ვაჩნაძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამჟამად იგი რუსთავის მე-17 კოლონიაში იხდის სასჯელს.