ნიგვზიანში ერთი კვირის წინ დაწყებული მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება ისევ განახლდა. ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმანური სამლოცველოს გაუქმებას მოითხოვს.
სოფელში არასამთავრობო სექტორის ,,ტოლერანტობის სახლის" წარმომადგენლები ჩავიდნენ . მათ გამოჩენას ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამ ეტაპზე სოფელში სასულიერო პირების წარმომადგენლებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება, რომელიც ნიგვზიანში ადგილობრივ მოსახლეობას და მუსლიმებს შორის დაიწყო პარლამენტის კომიტეტში განხილვის საკითხიც გახდა. სხდომაზე გადაწყდა, რომ მუსლიმები მუსლიმანური წესის თანახმად პარასკევის ლოცვას აღასრულებდა.