ქვესადგურში "ტაბახმელა" სარემონტო სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს, 11 საათიდან 13 საათამდე, დიდგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება სოფელ ტაბახმელას, წავკისის, შინდისის, კოჯრის და კიკეთის მაცხოვრებლებს (ნაწილობრივ).
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.