ხვალ, 2 ნოემბერს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაციით, 11-დან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონის ნაწილს - ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის, იპოლიტოვ-ივანოვის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-დან 17 საათამდე მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მუხიანის მებაღეობის მაცხოვრებლებს.
10-დნ 16 საათამდე - გლდანის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11-დან 16 საათამდე - საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების II კვარტლის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
10-იდან 12 საათამდე - ორხევის დასახლების, მუხაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.