თბილისის ნაწილს სარემონტო სამუშაოების გამო ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თაბუკაშვილის, ჭანტურიას, მესხის, ლაღიძის, გერცენის, ასათიანის, ყავლაშვილის, აფხაზის და ავლევის ქუჩების, სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების და ნატბეურების ქუჩის მცხოვრებლებს.
10:00-დან 16:00 საათამდე, გაითიშება ვარკეთილის მასივის ზემო პლატო, ხომლელის და ჯავახეთის ქუჩები და გლდანის VII მიკრორაიონი.
10:00-დან 12:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ზემო და ქვემო ალექსეევკის დასახლების მოსახლეობას, ხოლო 10:00-დან 14:00 საათამდე, სულთნიშნის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, აკოფიანის, ავლევის და ბარათაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე, გლდანის III მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00-დან 18:00 საათამდე, გაითიშება მოსკოვის გამზირი (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის და ქაიროს ქუჩები.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.