დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე აცხადებს, რომ იმ დევნილების უკან, რომლებიც ბოლო პერიოდში სახელმწიფო ფართებში შეიჭრნენ კონკრეტული ადამიანები დგანან. მინისტრის თქმით, მისთვის ცნობილია კონკრეტული გვარები, რომლებზეც ინფორმაციას სამინისტროს თავად დევნილები აწვდიან.
„ობიექტების რაოდენობამ მიაღწია 44 ხოლო ოჯახების რაოდენობა 1600 მიმდინარეობს კომისიის მუშაობა, რომლებიც პერსონალურად სწავლობენ ოჯახების შემადგენლობას, ინტენსიურად დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები, არსებობენ ადამიანები პიროვნებები, რომლებიც ცდილობენ ხელი მოითბონ მათ გაჭირვებაზე, არიან თაღლითები. გვაქვს კონკრეტული გვარები, რომლებზეც ინფორმაციის მიღება დევნილებიდან ხდება. აუცილებლად გამომავლენთ თაღლითებს და იმ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ არსებული სიტუაციით ისარგებლონ, ხელი მოთბონ, რათა შემდგომ გააქირაონ ან გაასხვისონ", - განმარტავს მინისტრი.
მისივე განმარტებით, ვისზეც გაირკვევა, რომ უკვე ფლობენ ფართს და ისინი ცივილიზებული მეთოდებით გამოსახლებულნი იქნებიან დაკავებული შენობიდან.