დღეს, 31 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ამერიკულ ცენტრში Halloween Party გაიმართება. ორგანიზატორთა განმარტებით, წვეულება კოსტიუმირებული იქნება. მონაწილეები უცნაური გრიმებით მოიხატებიან და ჰელოვინის დამახასიათებელი აქსესუარებით ადგილზე გააფორმებენ ცენტრს. ნაჩვენები იქნება ამ დღესასწაულის ისტორიის შესახებ National Geographic -ის მიერ მომზადებული სიუჟეტი.
ორგანიზატორები სახალიხო პრიზებს გაათამაშებენ. ღონისძიების დასასრულს გამოვლინდება "ჰელოუინის მთავარი ურჩხული", რომელსაც "ლანგეითი" სპეციალურ საჩუქარს გადასცემს.
ამ დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ირლანდიელმა ემიგრანტებმა XIX საუკუნეში ჩაიტანეს. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილში. შვედეთში მას "ყველა წმინდანის" დღესასწაულს უწოდებენ და ის ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს იმართება.
აშშ-ში წვეულება ყოველი წლის 31 ოქტომბერს ტარდება. ამ დღესასწაულს ამერიკელები მომზადებულები ხვდებიან: იმართება მსვლელობა - თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, "მოჩვენებათა სახლების" მონახულება. ჰელოუინის მონაწილეები ერთმანეთს მოუთხრობენ საზარელ ისტორიებს, იმართება საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.