დღეს, 31 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართება. თემაზე "Homo Sovieticus მემკვიდრეობა და მერაბ მამარდაშვილი" მოხსენებას გააკეთებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი. სემინარზე დასწრება თავისუფალია.
სემინარი იმართება პროექტის "ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს 2" ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით 2012 წლის აპრილიდან ახორციელებს.