პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძე წარადგინა. არჩილ ხაბაძე "ქართუ ბანკის" აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. მან ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეგიონის მოსახლეობას გადაიყვანს სხვა რეალობაში.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ახალი გადაწყვეტილება რეგიონის მოსახლეობას გადაიყვანს სხვა რეალობაში. ჩემი მიზანია, რეგიონი იყოს მოწინავე ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში. ყველა მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს სიკეთეს", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილებოდა. "ქართული ოცნებიდან" უმაღლესი საბჭოს წევრი პროპორციული სიით ჯემალ ფუტკარაძე, "ქართუ ბანკის" აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე და პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი, რომელმაც შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი განაცხადა.