აშშ-ს შტატ ტეხასში 40 წლის ბობი ლი ჰაინსი სიკვდილით დასაჯეს. მას სასჯელის უმაღლესი ზომა 1991 წელს ჩადენილი ქალის უსასტიკესი მკვლელობის გამო ჰქონდა მისჯილი.
ტეხასის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჰაინსს სასიკვდილო ინექცია შეუყვანეს. ბობი ლი ჰაინსი 19 წლის იყო, როდესაც ქალს დანით 18 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი იგი მავთულით დაახრჩო. სიკვდილის წინ ჰაინსმა მოკლულის ოჯახს ბოდიში მოუხადა.