"ეროვნულ ფორუმს" ახალი წევრი ჰყავს. პარტიაში შევარდნაძის მთავრობის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი გაწევრიანდა.
ჯავახიშვილი "ეროვნულ ფორუმში" ეკონომიკურ მიმართულებას ჩაიბარებს და იმ ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელმაც პარტის ეკონომიკური პროგრამა უნდა შექმნას.
"ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა ჯავახიშვილს "პროფესიონალად" აფასებს და აცხადებს, რომ ის პარტიის საქმიანობას ახალი ელფერს შესძენს.
თავად ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს კი, "ფორუმელებში" ყველაზე მატად მათი თავდადება მოსწონს.
"არც ერთი დიდი მიზანი არ მიიღწევა თავდადების გარეშე და ამის მზაობას ვხედავ აქ. ეს ადამინები მზად არის თავი შესწირონ ყველაფერს მიზნის მისაღწევად და მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობაა", - განუცხადა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს.