დაღესტანში პოლიციელების დანაყოფი უცნობმა პირებმა  დაცხრილეს. შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა.  ინფორმაციას ამის შესახებ დაღესტნის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 
"უცნობმა პირებმა პოლიციის დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია სამი, ხოლო დაჭრილია ერთი პოლიციელი",_ ნათქვამია გავრცელებული ინფორმაციაში. 
შემთხვევის ადგილზე ამჟამად ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.