პლანეტის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 151 ქვეყნიდან საქართველომ 55-ე ადგილი დაიკავა. ფონდმა New Economic Foundation "პლანეტის ბედნიერების 2012 წლის ინდექსი" სამი ძირითადი პარამეტრის გათვალისწინებით შეადგინა - ცხოვრების დონით მოქალაქეების კმაყოფილება, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ეკოლოგიური კეთილდღეობა. 
რეიტინგში 151 ქვეყანა მოხვდა, რომელთაგან პირველ ადგილზე კოსტა-რიკა, ხოლო 151-ზე ბოთსთვანა გავიდნენ. 
დასავლეთ ევროპიდან ყველაზე წინ  29-ე ადგილზე ნორვეგიაა. 
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, "პლანეტის ბედნიერების 2012 წლის ინდექსში" თურქეთმა 44-ე, სომხეთმა - 53-ე, აზერბაიჯანმა - 80-ე, ხოლო რუსეთმა - 122-ე ადგილები დაიკავეს.
www.happyplanetindex.org - აჩვენებს, რომ პლანეტის მცხოვრებლები ჯერ  კიდევ არ არიან ბედნიერები.  მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას სამივე მაჩვენებლლის კარგი შესრულება არ აქვს.
HPI შედეგი უზრუნველყოფს მტკიცებულებას,  რომ პროგრესი არ არის მხოლოდ სიმდიდრე.