ფინანსისტების ორმა ყველაზე ცნობილმა დინასტიებმა - როტშილდებისა და როკფელერების ოჯახებმა სტრატეგიული ალიანსის შექმნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და თავისი აქტივების ნაწილის გაერთიანება გადაწყვიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ "Financial Times" ავრცელებს.
თანამშრომლობის ინსტრუმენტი ჯეიკობ როტშილდის ბირჟაზე დარეგისტრირებული საინვესტიციო ტრასტი "RIT Capital Partners"-ი და კომპანია "Rockefeller Financial Services"-ი იქნება.
"RIT Capital Partners"-ი როკფელერების აქტივების მართვის კომპანიაში 2 % იძენს. გარიგება, რომლის ღირებულებაც არ სახელდება როკფელერების ტრასტს საშუალებას მისცემს აშშ-ში თავისი პოზიციები გაამაგროს.
მასალის გამოყენების პირობები