დღეს, 30 მაისს ეროვნული ბანკის 182 დღიან N22, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.32%, მაქსიმალური 6.46%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.39%-ით განისაზღვრა.