აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ თურქეთის ქალაქ იალოვას მერი, იაკუბ კოჩალი და საკრებულოს წევრები მიიღო. შეხვედრაზე ბათუმსა და იალოვას შორის გაფორმებული მეგობრობის მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ყველა სფეროში თანამშრომლობა სამთავრობო დონეზე გაგრძელდება.
ბათუმსა და თურქეთის ქალაქ იალოვას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს დამეგობრებული ქალაქების მერებმა რობერტ ჩხაიძემ და იაკუბ კოჩალმა მოაწერეს. ცერემონიას თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ.
მემორანდუმი კულტურის, განათლების, ეკონომიკის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
იალოვას ექვსკაციანი დელეგაცია, ქალაქის მერის ხელმძღვანელობით, ბათუმს გუშინ ეწვია და აჭარაში 28 მაისამდე დარჩება.