ბანკი “რესპუბლიკა” წარმატებით განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებას და
განვითარების ხელშეწყობას, მათ მოთხოვნაზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და
პირობების შეთავაზებით. ამ მიზნით, 16 თებერვლიდან 31 მარტამდე ბანკ “რესპუბლიკამ”
განახორციელა აქცია სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთათვის – ბიზნეს
სესხი წლიური 12%-დან. აქციის პირობებით დაბალ საპროცენტო განაკვეთთან ერთად,
მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ მათ ბიზნეს- საჭიროებაზე მორგებული
სესხის დაფარვის გრაფიკით და 12 თვემდე საშეღავათო პერიოდით.
მციზირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეწყობის და განვითარების მიზნით, აგრეთვე
არსებული მომხმარებლის და მათივე ბიზნესის უფრო ეფექტურად წარმართვაში ხელის
შესაწყობად, ბანკ “რესპუბლიკამ” გადაწყვიტა ყველა იმ კომპანიას რომლემაც აქციის
ფარგლებში აიღო სესხსი, მონაწილეობა მიეღო ბანკის მიერ ორგანიზებულ უფასო
სემინარში ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა
გაიღრმავეს ცოდნა შემდეგ საკითხებში: ბიზნესის მართვა, რისკების მართვა, ადამიანური
რესურსების მართვა, ხარისხის მართვა, კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოების
ხელოვნება, მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომერციული გარიგებების
წარმოება. ტრეინინგს პროფესიონალი და გამოცდილი კადრები უძღვებოდა. აღნიშნულ
სემინარზე დასწრება შეეძლოთ როგორც თავად ბიზნესის დამფუძნებლებსა და მენეჯმენტის
წარმომადგენლებს, ასევე მათივე არჩავანით ნებისმიერ მათ თანამშრომელს.
25 მაისს 13:30 საათზე, ბანკ “რესპუბლიკის” სათავო ოფისში გაიმართება დაჯილდოების
ცერემონიალი, სადაც ბანკის გენერალური დირექტორი ბატონი კრისტიან კარმანიოლი
ტრეინინგის ყველა მონაწილეს გადასცემს დიპლომს
მასალის გამოყენების პირობები