თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატი ზაზა გაბუნია ელიას მთაზე, ნიაბის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატის განცხადებით, მოსახლეობას წლებია აწუხებს სანიაღვრე ქსელების გაუმართაობისა და საკანალიზაციო სისტემის არარსებობის პრობლემა.
"მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანი ის გახლავთ, რომ მივაპყროთ ხელისუფლების ყურადღება ნიაბის ქუჩის მოსახლეობის პრობლემებისკენ, რადგან ამ ადამიანებს წლების განმავლობაში აწუხებს ისეთი პრობლემები, რომელიც მათ ყოფით ცხოვრებაზე და საცხოვრებელ გარემოზე ახდენს უარყოფით გავლენას და რომლის მოგვარება გეგმაზომიერი ღონისძიებების შემთხვევაში ადვილადაა შესაძლებელი. მოვუწოდებ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს, რომ ელიას მთაზე დაიწყონ სანიაღვრე მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და კომუნკიკაციების რეაბილიტაცია".