ბიძინა ივანიშვილი დღეს ფეხბურთელ მურთაზ ხურცილავას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელმა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.
ხურცილავამ აღნიშნა, რომ დღემდე არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება ხშირად იყო. დღეს კი ის დგება ბიძინა ივანიშვილის გვერდით, იმისთვის, რომ ქართველ ხალხთან ერთად აიხდინოს ქართული ოცნება.